სხვადახვა თვისებები

მიუხედავად იმისა რომ ზღვის ვარსკვლავები წყლის ქვეშ ცხოვრობენ და მათ 
ჩვეულებრივ ეძახიან "starfish " ისინი არ არიან თევზები.მათ არ ააქვთ ლაყუჩები ,ფარფლები და საკმაოდ განსხვავდებიან თევზებისგან .


ზღვის ვარსკვლავს აქვს 5 სხივი ,რომელიც დკავშირებულია პატარა მრგვალ ტანთან .უმრავლესობა მტაცებელია. ზოგს შეუძლია შემოეხვიოს მსხვერპლს და სხეულის გარეთ მოინელოს.

ზღვის ვარსკვლავები განუყოფელი წევრებია საზღვაო ეკოსისტემის

ერთ ზღვის ვარსკვლავს კვირაში შეუძლია შთანთქოს 50 მოლუსკი
ზღვის ვარსკლავს არ ააქვს სისხლი


ზღვის ვარსკვლავები წყალქვეშა სამყაროს „ვეტერანები“ არიან, რამდენედაც ისინი 450 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ და გაცილებით წინ უსწრებენ თანამედროვე წყლის სიღრმეების ბინადართ
ზღვის ვარსკვლავები, რომელთა ნაირსახეობაც დღევანდელ დღეს 1600–ს აღწევს, ვარსკვლავის, ან ხუთკუთხოვანი ფორმის არიან. ისინი ნემსკანიანთა კლასს განეკუთვნებიან და მოიაზრებიან ზღვის ზღარბთა, ზღვის კიტრთა და ზღვის შროშანთა მონათესავედ
ნემსკანიანთა კლასს მათ იმდენად მიაკუთვნებენ, რამდენადაც გარედან ისინი სქელი კანის საფარველის მქონენი არიან, რომელზეც მათ მოკლე, ნემსებისმაგვარი საფარველი აქვთ.
ზღვის ვარსკვლავთა სხეულის 80% კალციუმის კარბონატისგან შედგება. მათ 5 დაბოლოებას სიღრმეში დაჰყვება სხივური არხები, რისი მეშვეობითაც, თითოეულ მათგანს ახლის წარმოშობის უნარი გააჩნია. ეს ყოველივე მათი აგებულების თავისებურებასთანაა პირდაპირ კავშირში
ზღვის ვარსკვლავები ხარბ მტაცებლებად მიიჩნევიან, თუმცაღა მათ შორის გამონაკლისებიც არიან, რომლთა კვების რაციონი მხოლოდ მცენარეებს და პლანქტომებს შეადგენს. ზოგადად, კი ამ ცხოველთა საყვარელ საკვებად გვევლინება: მოლუსკები, მიდიები, მარჯნის რიფები და სხვა უხერხემლონი. საკვებს ისინი ყნოსვით მოიძიებენ. როცა მოლუსკს აღმოაჩენენ, 2 სხივით ნიჟარის 1 ნაწილს, ხოლო სამით მეორეს ეჭიდებიან და იწყება მრავალსაათიანი ორთაბრძოლა, რომელშიც ზღვის ვარსკვლავი მუდამ იმარჯვებს. როცა მოლუსკი იღლება და ნიჟარის ნაწილები შესუსტდება, მტაცებელი ზღვის ვარსკვლავი ფართოდ ხსნის ნიჟარის ორივე მხარეს და პირით ხარბად ეწაფება მსხვერპლს. ზოგიერთ ზღვის ვარსკვლავს, კი შეუძლია სილაში ჩაფლული მსხვერპლის ამოთხრაც.




ზღვის ვარსკვლავთა ნაირსახეობა უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მათზე არავინ ნადირობს. ფაქტიურად ეს დიდი რისკფაქტორია, რადგანაც მათ ორგანიზმში უკიდურესად მომწამვლელი ნივთიერება – ასტერიოსაპონინებია. ერთი შეხედვით თითქოსდა უწყინარი ბინადარნი ფაქტიურად ხელშეუხებლები არიან და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც 30 წ–ს აღწევს. როგორც მეცნიერები გვამცნობენ მათ დიდი წვლილი მიუძღვით ნახშირმჟავური აირების უტილიზაციის პროცესებშიც                                              
დელტისმაგვარი ზღვის ვარსკვლავი, რომელიც წყნარი ოკეანის ზურმუხტისფერ მარჯნის რიფებში ბინადრობ
ზღვის ვარსკვლავის აგებულება!





 

No comments:

Post a Comment