“აკანტასტერი” ერთადერთი შხამიანი ზღვის ვარსკვლავია,ამის გარდა ის არის მავნებელი პარაზიტი რომელიც ანადგურებს მარჯნებს.ერთი დღის მანძილზე შეუძლია 2 კვადრატული მეტრი მარჯნის განადგურება.არადა მხოლოდ ერთ ვარსკვლავს ასეთი ზიანი მოაქვს და რა წარმოიდგინეთ რა იქნება რამდენიმე ასეული ვარსკვლავის შემთხვევაში.
ძირითადად “აკანტასტერი” წითელი ზღვის თბილ წყლებში,ინდოეთისა და წყნარი ოკენაის ტროპიკულ ნაწილში ბინადრობს.ისინი დიდი რაოდენობით არიან დიდ ბარიერულ რიფთან რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე.
ზღვის ზღარბის ზღვის შროშანების მსგავსად ეს პარაზიტი დაფარულია ნემსებიანი კანის საფარით.მათ სიმეტრიული სხეული და წყალსისხლძარღვოვანი სისტემა აქვთ.ეს იმას ნიშნავს რომ მათი სხეული ღარებადაა დაყოფილი რომელშიც ზღვის წყალია.”აკანტასტერი” ამ ტიპის ცხოველებისგან განსხვავებით დიდი ზომით გამოირჩევა.
მისი სხეულის დიამეტრი ხშირ შემთხვევაში 50 სანტიმეტრსაც კი აღწევს მაგრამ არიან უფრო დიდებიც.ზღვის ვარსკვლავს 5 კიდური აქ მაგრამ “აკანტასტერი”_ს შეიძლება 12-23 მდე სხივი ქონდეს.რაც უფრო დიდი ასაკისაა ვარსკვლავი მით უფრო მეტი სხივი შეიძლება ამშვენებდეს.ის ასევე გამოირჩევა თავისი შეფერილობით.შეიძლება იყოს სტაფილოსფერი,წითელი,ლურჯი ან მწვანე.
მისი სხეული ბასრი და შხამიანი ეკლებითაა დაფარული რომლის ადამიანის სხეულში მოხვედრამაც შეიძლება სერიოზული მოწამვლა გამოიწვიოს,მხოლოდ მუცლის მხარე აქ დაუცველი.ეკლების სიგრძე 3-5 სანტიმეტრამდეა.მისი გადაადგილების სიჩქარე საათში 10 სანტიმეტრია.
მათ ძირითად საკვებს მარჯანი წარმოადგენს და წელიწადში 13 კვადრატულ მეტრ მარჯანს ანადგურებს.ეს ციფრი უმნიშვნელოა მაგრამ თუ მათ რაოდენობაზე გავამრავლებთ სურათი მკვეთრად შეიცვლება.
No comments:
Post a Comment