Wednesday, July 16, 2014

ზღვის ვარსკვლავები (ლათ.Asteroidea ბარძნულიდან ἀστήρ-ვარსკვლავი)_კანეკლანების ტიპის უხერხემლოთა კლასის წარმომადგენლები არიან. დღეისათვის მოიცავს 1600-მდე სახეობას. 
მათ სხეულს ხუთკუთხედის ან ვარსკვლავისმაგვარი ფორმა აქვს. სხეულის სიგრძე 2სმ-დან 1 მ.-მდე მერყეობს, თუმცა ზღვის ვარსკვლავების უმეტესობა 12-25სმ-ის სიდიდისაა და თან კაშკაშა ფერებით შეფერილი.
ზღვის ვარსკვლავის სხეულის ცენტრალური ბრტყელი ან ოდნავ ამობურცული ნაწილიდან გამოდის 5 (იშვიათად 40-მდე) სხივი. ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება სხეულის ზედა(აბორალური) და ქვედა(ორალური) ნაწილები. სხეულის ზედა ნაწილი, ჩვეულებრივ, დაფარულია კირქვის ბორცვებით და პატარა ეკლებით(შესაძლოა, გლუვიც იყოს).  აგრეთვე, ამ ზედაპირზე განლაგებულა მადრენოპორული სისტემაც. 
ქვედა მხარეს მდებარეობს პირი, ამბულაკრული სისტემა, რომელიც პირიდან რადიალურად ვრცელდება თითოეული სხივისკენ.ყოველი ამბულაკრი შეიცავს პატარა, მილისებრი გამონაზარდების რიგს_ამბულაკრულ ფეხებს. ფეხები კი მისაწოვრებით მთავრდება. ფეხები მოქმედებაში მოდიანამბულაკრული სისტემის არხებსა და ამპულებში მყოფი წყლის წნევის ზეგავლენით. ამბულაკრების კიდეები დაცულია მოძრავი ეკლებით (ლათ.ambulacrum-დაცული ბილიკი). 
ზღვის ვარსკვლავები საჭმელს სხეულის გარეთ ინელებენ-თავიანთი კუჭის კარდიალურ ნაწილს გარეთ გადმოაბრუნებენ. როცა საჭმლის მონელება სრულდება, კუჭი უკან ბრუნდება. ზოგ ზღვის ვარსკვლავს ეს არ შეუძლია(მაგ.Astropecten და Luidia). ისინი ყლაპავენ თავიანთ მსხვერპლ, ჩვეულებრივ მოლუსკებს და მოუნელენელ ნიჟარებს პირიდან ისვრიან.
ზღვის ვარსკვლავები ან ლეშით იკვებებიან ან მტაცებლები არიან. ძირითადა ნადირობენ ლოკოკინებზე, ორსაგდულიან მოლუსკებზე, კიბოსნაირებზე, პილოქეტებზე, სხვა კანეკლიანებსა და თევზებზეც კი.ზოგიერთი სახეობის ზღვის ვარსკვლავი სიამოვნებით მიირთმევს ღრუბლებს, აქტინიებსა და ჰიდროიდულ პოლიპებსაც კი. 
დაზიანებული ზღვის ვარსკვლავი ძალიან ადვილად განიცდის რეგენერაციას. მოგლეჯილი ნაწილიდან მთლიანი ზღვის ვარსკვლავის წარმოქმნა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაწილი შეიცავს ერთ სხივს და ცენტრალური დისკის1/5-ს. 
ზოგიერთი ზღვის ვარსკვლავისათვის უსქესო გამრავლება გამრავლების ჩვეულებრივი ფორმაა. ამისათვის მათ სუსტი შემაერთებელი ქსოვილი აქვთ, რაც აადვილებს სხეულის ნაწილის მოგლეჯას. წყნარ ოკეანეში მცხოვრები Linckia ცნობილია იმით, რომ ერთი სხივიდანაც კი შეუძლია სრული რეგენერაცია. 

მცირე გამონაკლისის გარდა ზღვის ვარსკვლავები ორსქესიანები არიან. არსებობს რამდენიმე ჰერმაფროდიტული სახეობაც. მაგ.Asterina gibbosa

ზღვის ვარსკვლავთა უმეტესობა სპერმასაც და კვერცხუჯრედსაც წყალში გამოყოფს. ერთ მდედრ ზღვის ვარსკვლავს შეუძლია დადოს 2,5 კვერცხუჯრდი. განიცდიან სრულ მეტამორფოზს.
სიცოცხლის საშულო ხანგრძლივობა 30 წელია.


ზღვის ვარსკვლავი 

ალტერნატიული საერთო სახელი: ზღვის ვარსკვლავა 
ფერი: მოყავისფრო ,მეწამული, ფორთოხლისფერი, იისფერი 
ზომა: 1 სმ–დან 1 მ–მდე 
საცხოვრებელი ადგილი: ზღვის ფსკერი, ნაპირი, 


ზღვის ვარსკვლავი ეს არის ლამაზი ცხოველი რომელიც არსებობს სხვადასხვა ზომის, ფორმის, ფერის ,მაგრამ ყველა ჰგავს ვარსკვლავს .